The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მესხი

მიხეილ მესხი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1985  (40 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

2006-2009წწ. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრი; 2009-2011წწ. საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრი; 2012 წლიდან მგპ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი და წევრი; 2015-2017წწ. მგპ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კრწანისის რაიონული ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარე; 2014-2016წწ. ლტოვილთა განსახლების სამინისტროს მიგრაციის რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2020-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: