The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის იმნაძე

ბორის იმნაძე
Date of birth:15 November, 1932  (92 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  სამშენებლო ფაკულტეტზე და მოსკოვისს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში; დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; საქართელოს განათლების სამინისტროს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1960 წელს.

ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას თბილისის 54-ე საშუალო სკოლაში; 1969-1970წწ. გერმანიის ქალაქ ნიობრანდერბურგში ხელმძღვანელობდა რუსული ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებეელ კურსებს; 1970-1996 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რუსული ენის კათედრის გამგე; 1996-2017წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სათავეში ედგა ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკისა და მთარგმნელ-რეფერენტის სპეციალობათა რუსული სექტორის მუშაობას; აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთის სასწავლო ცენტრებთან და უმაღლეს სკოლებთან. იყო საქართელოს განათლების სამინისტროს ორი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართელოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის - "საქართელოს განათლების  მეცნიერებათა აკადემიის მოამბის" რედაქტორის მოადგილე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ "განათლების" მთავარი რედაქტორი; მის კალამს ეკუთვნის 150-დე სამეცნიერო ნაშრომი რუსული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკის, ჟურნალისტიკის აქტუალურ პრობლემებზე, რომელთაგან 16 სახელმძღვანელოა, ხოლო 3 მონოგრაფია; მის მიერ დამუშავებული და დამკვიდრებულია რუსული ენის სწავლების ინოვაციური მეთოდი - მაკორექტირებელი სწავლების მეთოდი. უკანასკნელ  წლებში  ნაყოფიერად იკვლევდა რუსული ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის, ისტორიის საკითხებს. მიღებუული ჰქონდა მრავალი ჯილდო საგანმანათლებლო მეცნიერების განვითარებისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის (2008), ასევე საბჭოთა კავშირის განათლების სახელმწიფო კომიტეტის სიგელი და სხვ. პედაკოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1961), აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 190-191

Member of Organizations

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: