The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ოფირი

იაკობ ოფირი
სხვა სახელი:იაკობ ეფრემაშვილი
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1969წწ. იყო ლენინგრადის ქარხანა "ელექტროსილა"-ს საპროექტო ინსტიტუტის ინჟინერი; 1969-1972წწ. სოხუმის ქალაქის საბჭოს კომუნალური მეურნეობის უფროსი ინჟინერი; 1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში; 1973-1974წწ. მუშაობდა ისრაელის საავიაციო საწარმოში; 1974-1977წწ. იყო ტელესაკომუნიკაციო კორპორაცია "ტელრად"-ის წარმოების ინჟინერი; 1977-1981წწ. კი უალკოჰოლო სასმელებისა და სან-ჰიგიენური ქაღალდის ქარხნის გენერალური დირექტორი; 1981-1992წწ. ხელმძღვანელობდა ტელესაკომუნიკაციო კორპორაცია "ტელრად"-ის პროექტებს; 1992-1996წწ. იყო "სოხნუტის" წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში; 1996-1998წწ. ტელესაკომუნიკაციო კორპორაცია "ტელრად"-ის წარმოების უფროსი; 1998-2002წწ. "ჯოინტის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ რუსეთში, საქართველოში და სომხეთში. 1998 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2002 წლიდან საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გენერალური დირექტორია.

წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.orgeuronews.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

გააზიარე: