The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუზა კაკაბაძე

იუზა კაკაბაძე
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:2001  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1974წწ. მუშაობდა თბილისის ელექტროშემდუღებელ მოწყობილობათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; ქარხანა "ელექტროძრავაში"; საწარმოო გაერთიანება "საქსაშენმასალაში"ინჟინრად, მთავარ ენერგეტიკოსად, გაშვება-გამორთვის განყოფილების გამგედ; 1974-1982წწ. იყო თბილისის კომუნალური გაერთიანების განყოფილების უფროსი და გაერთიანების უფროსის მოადგილე; 1982-1988წწ. -თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ელექტრონაგებობათა სამმართველოს (თელასის) დირექტორი, 1988-2001წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგოსისტემის ელექტროგადამცემ ნაგებობათა საწარმოში, შემდგომ - სააქციო საზოგადოება "ელექტროგადაცემაში" გამანაწილებელი ქსელების სამსახურის უფროსად. ქართველი ენერგეტიკოსი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.191


გააზიარე: