The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მგელაძე

მერაბ მგელაძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:2004  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი თბოაირომომარაგებისა და ვენტილიაციის სპეციალობით 1960 წელს; სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1965-1973წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1965-1968წწ. იყო  ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის პირველ მდივნი; 1968 წელს დაინიშნა ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივნის მოადგილედ; 1973-1996წწ. მუშაობდა მშენებლის სპეციალობით სხვადასხვა პოზიციაზე (სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველი, "საქკურორტის" სამმართველოს და რესპუბლიკის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი); 1996-2004წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო აგრარული პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს რეფერენტი, შემდგომ მინისტრის მრჩეველი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.200; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.230-235


გააზიარე: