შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნანიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაზალეთი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა: ნავთობის ტექნიკუმი 1954 წელს, საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1959 წელს; გროზნოს ნავთობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1964 წელს. 1953-1959წწ. მუშაობდა "საქნავთობის", კავკასიის "ნახშირგეოლოგიის", "ჰიდროენერგოპროექტის" და მეცნიერებათა აკადემიის ხაზით; 1959 წლიდან იყო გეოლოგიურ-სადაზვერვო ნავთობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს კომპლექსურ ლაბორატორიაში თავდაპირველად უმცროსი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1973 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოში დედამიწის სიღრმული სითბოს გამოყენების სამმართველო, რათა ფართო გასაქანი მიეცა რესპუბლიკაში თერმული წყლების გამოყენების საქმეს. 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1964 წელს ქ. გროზნოში). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |