შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1994-2000წწ. მუშაობდა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში; 2004 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო "ჩრდილოეთის" მოძრავი საბაჟო გამშვები პუნქტ "გორი"-ს უფროსი ინსპექტორი; 2005-2009წწ. შ.პ.ს. "ჯორჯიანლიფტსერვისი"-ს ფინანსური მენეჯერი; 2013-2014წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება", ფრაქცია: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |