შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ნეფედოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პერმი. დაამთავრა მოსკოვის ჩარხმშენებელი და ინსტრუმენტალური მრეწველობის ინსტიტუტი 1956 წელს. 1956 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "ორგჩარხმრეწვში" ლაბორატორიის გამგედ, მალე გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსტრუქტორად დანიშნეს, შემდეგ ამ განყოფილების გამგის მოადგილედ გადაიყვანეს; 1971-1979წწ. იყო თბილისის კიროვის რაიკომის პირველი მდივანი; 1979-1983წწ. თბილისის მერის პირველი მოადგილე; 1983-1988წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი, 1988-1990წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი; 1991 წლიდადნ მოღვაწეობდა კერძო სტრუქტურაში. დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |