შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაადურ ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1965წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში; 1965-1968წწ. - მეტროლოგიის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის თბოფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1968 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი და ასოცირებული პროფესორი. 1979-1983წწ. - კათედრასთან არსებული თბოფიზიკისა და ჰიდროოპტიკის დარგობრივი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980-1990წწ. - საბჭოთა კავშირის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის "თბომცვლელ აპარატებში თბოცვლის პრობლემების" სექციის წევრი; 1987-1990წწ. მივლინებული იყო მადაგასკარის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს თორიული და ზოგადი თბოტექნიკის და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების თანამედროვე საკითხებზე; 1995-2006წწ. - "საქენერგოს" და "ენერგოგენერაციის" ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების განყოფილების გამგის მოადგილე და გამგე; 2009-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბო და ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. 1996 წელს მონაწილეობა მიიღო ჰარარეს (ზიმბაბვე) და მოსკოვის (რუსეთი) მზის მსოფლიო კომისიის მუშაობაში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში (სიეტლი, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ნოვოსიბირსკი, ბუდაპეშტი, ერევანი, ბაქო და სხვა). მონაწილეობს ენერგიის განახლებადი წყაროების და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზაციაში. 1997-2000წწ. იაპონელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობდა ქარის ელექტროსადგურის რამდენიმე პროექტის დამუშავებაში; 1995-2010წწ. - როგორც ექსპერტ-კონსულტანტს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტებში: ევროპის ტექნიკური დახმარება (TASIC); ნატოს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისათვის (NATO SFP); მსოფლიო ბანკის პროგრამა გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების დანერგვა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში; ამერიკის საერთაშორისო დახმარების (USAID) პროექტებში; საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) პროექტში და სხვა. არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 5 გამოგონების ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებია: თბოგადაცემის თეორიული საკითხები; ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების ტექნოლოგიების დამუშავება; ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და სხვა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.391-392; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |