The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრისტან ჯინჭარაძე

ტრისტან ჯინჭარაძე
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვირიკე, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1985 წელს; 1985-1989 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ერთობლივად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტსა და ვილნიუსის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სპეციალობით ფინანსური, მენეჯერული, საგადასახადო და საბიუჯეტო აღრიცხვა. 
1985-1986წწ. იყო ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; 1989-2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა–გეომეტრიის კათედრის პროფესორი, კათედრის სწავლული მდივანი; 1992-1993წწ. ქ. ბათუმის კომერციული ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1997-2001წწ. მეღვინეობის კომპანიის "მიმინოს" ფინანსური დირექტორი; 1997-2008წწ. მენეჯმენტის ევროპული სკოლის - ESM და თბილისის ბიზნეს სკოლის - TBS ფინანსებისა და აღრიცხვის პროგრამების პროფესორი; 1998 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, უფროსი ფინანსური კონსულტანტი-ტრენერი, კურსები ბათუმისა და ფოთის პორტების უმაღლესი რგოლის მენეჯერთათვის, ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვაში. 1999 წელს მსოფლიო ბანკის პროექტის "პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის" – CERMA  უფროსი კონსულტანტი ფინანსებსა და აღრიცხვაში; 2000 წელს სააქციო საზოგადოების "საქართველოს ტელეკომის" ფინანსური კონსულტანტი - ტრენერი, კურსები თანამშრომელთათვის ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვაში; 2001 წელს ღია საზოგადოების - საქართველო, ფინანსური კონსულტანტი - ტრენერი, კურსები თანამშრომელთათვის ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვაში; 2004-2011წწ. საკონსულტაციო კომპანიის  "მენეჯმენტის მრჩეველთა ჯგუფი (მმჯ)" დირექტორი, დამფუძნებელი, ფინანსებისა და აღრიცხვის მიმართულების ექსპერტი; 2005-2006წწ. - გამოცდების ეროვნული ცენტრის  (NAEC) მათემატიკის კომისიის წევრი; 2006-2010წწ. საკონსულტაციო კომპანიის "AG პროფესიული კონსულტაციებისა და ტრეინინგების ცენტრი", პარტნიორი, მენეჯერული აღრიცხვის მიმართულების ხელმძღვანელი. 2008 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის, ESM ბიზნეს სკოლის, აღრიცხვის მიმართულების სრული პროფესორი. 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის წევრი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრი; "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება", ფრაქცია: "რესპუბლიკელები". 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge; თავისუფალი უნივერსიტეტი: freeuni.edu.ge


გააზიარე: