შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ დავითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ქ. იაროსლავის უმაღლესი სამხედრო-საფინანსო ეკონომიკური სასწავლებელი (ამჟ. აკადემია) სპეციალობით ფინანსისტ – ეკონომისტი. მიღებული აქვს შეიარაღებული ძალების სამხედრო უმაღლესი სპეციალური განათლება. 1997-2000წწ. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო საბიუჯეტო - სახაზინო სამმართველოს უფროსი, სამხედრო წოდებით "პოლკოვნიკი"; 2003-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ქვემო ქართლის რეგიონში; 2004-2005წწ. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელი; 2009-2010წწ. პ/გ "ეროვნული ფორუმი"-ს, ვაკე - საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2010 წლიდან პ/გ "ეროვნული ფორუმი"-ს ქ. თბილისის პარტიული ორგანიზაციის ბიუროს ხელმძღვანელი; 2012 წელს კოალიციის "ქართული ოცნება" თბილისის საარჩევნო შტაბის მაჟორიტარულ ოლქებთან და საარჩევნო შტაბებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი" თავმჯდომარე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის წევრი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, ფრაქცია: "ეროვნული ფორუმი". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |