The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ფრანგიშვილი

ვარლამ ფრანგიშვილი
დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1990  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამთო ინჟინრის სპეციალობით და ასპირანტურა.

მუშაობდა "საქფეთქმრეწვში", რომელიც აწარმოებდა ბურღვის, აფეთქების და კარიერის ათვისების სამუშაოებს ინჟინრად, განყოფილების გამგედ, წარმოების ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა საქართველოს სამხედრო გზის გაფართოების სამუშაოები. 1956-1957წწ. აშენდა ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი გზა; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.219

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: