შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ქურდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1956 წელს; პრაღის (ჩეხოსლოვაკია) პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის ასპირანტურა 1964 წელს. 1956-2005წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1956-1961წწ. სამშენებლო ფაკულტეტზე უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე; 1965-2005წწ. სამშენებლო ფაკულტეტის ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1965 წელს პრაღის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.224-225
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |