The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თომა ბალიაური

თომა ბალიაური
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1934  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახიელი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი.

1914-1915 წლებში მოხალისედ იბრძოდა I მსოფლიო ომის ოსმალეთის ფრონტზე. ავადმყოფობის გამო ჯარიდან დაითხოვეს. ერთხანს ადმინისტრაციულ სამსახურში იყო რუსეთში, დონის ოლქში, შემდეგ ეკატერინოსლავში, სადაც 1917 წლის რევოლუციის დროს ჩეჩნებისა და ქისტებისგან მოხალისეთა რაზმი შექმნა და ქალაქის ბოლშევიკებისგან დაცვაში მონაწილეობდა. საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი საქართველოში დაბრუნდა და სახალხო გვარდიაში მსახურობდა. მონაწილეობდა ომში სომხეთთან (1918) და ოსთა ამბოხების ჩახშობაში. სხვადასხვა დროს იყო კომისარი ფშავ-ხევსურეთსა და ბორჩალოს მაზრაში, თბილისის სისხლის სამართლის სამმართველოს ინსტრუქტორი. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს შეუერთდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას. 1922 წლიდან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს მეთაურობდა მოხევეთა რაზმს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხევსურეთში მოკლა ხელისუფლების ემისარი ჩიქოვანი, რის შემდეგაც არხოტის ხეობაში იმალებოდა. ღალატით მოკლეს 1934 წლის იანვარში. თომა ბალიაურის ბიძაშვილი იყო მწერალი და დისიდენტი ლადო ბალიაური.

წყარო: ხევსურული ქრონიკები / ნათელა ბალიაური.-თბ.,1995.-გვ.27-29; ქართული სამხედრო ანალიტიკური პორტალი: gmas.geeuronews.gefacebook.com


გააზიარე: