Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თომა ბალიაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახიელი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი. 1914-1915 წლებში მოხალისედ იბრძოდა I მსოფლიო ომის ოსმალეთის ფრონტზე. ავადმყოფობის გამო ჯარიდან დაითხოვეს. ერთხანს ადმინისტრაციულ სამსახურში იყო რუსეთში, დონის ოლქში, შემდეგ ეკატერინოსლავში, სადაც 1917 წლის რევოლუციის დროს ჩეჩნებისა და ქისტებისგან მოხალისეთა რაზმი შექმნა და ქალაქის ბოლშევიკებისგან დაცვაში მონაწილეობდა. საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი საქართველოში დაბრუნდა და სახალხო გვარდიაში მსახურობდა. მონაწილეობდა ომში სომხეთთან (1918) და ოსთა ამბოხების ჩახშობაში. სხვადასხვა დროს იყო კომისარი ფშავ-ხევსურეთსა და ბორჩალოს მაზრაში, თბილისის სისხლის სამართლის სამმართველოს ინსტრუქტორი. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს შეუერთდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობას. 1922 წლიდან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს მეთაურობდა მოხევეთა რაზმს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხევსურეთში მოკლა ხელისუფლების ემისარი ჩიქოვანი, რის შემდეგაც არხოტის ხეობაში იმალებოდა. ღალატით მოკლეს 1934 წლის იანვარში. თომა ბალიაურის ბიძაშვილი იყო მწერალი და დისიდენტი ლადო ბალიაური. წყარო: ხევსურული ქრონიკები / ნათელა ბალიაური.-თბ.,1995.-გვ.27-29; ქართული სამხედრო ანალიტიკური პორტალი: gmas.ge; euronews.ge; facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |