The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე შჩულკინი

ივანე შჩულკინი
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1967  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტი.

1915 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, 1926 წლიდან მუშაობდა კიროვის სახ. საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად; 1927 წლიდან დაინიშნა ლექტორად სამშენებლო საქმის კათედრეზე დოცენტის თანამდებობაზე; მიწვეული იყო საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, სადაც ასწავლიდა სამშენებლო ხელოვნებას და მის კონსტრუქციებს; 1939 წელს ი. შჩუკლინმა დააარსა "სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის და ეკონომიკის" კათედრა და დაინიშნა მის გამგედ; 1944-1959წწ. იყო სამშენებლო ფაულტეტის დეკანის მოადგილე; 1959 წელს კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ГПИ) და ლენინის სახელობის თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის (ТВИИЖТ) შეერთების შემდეგ გააგრძელა მოღვაწეობა კათედრაზე დოცენტად. ი. შჩუკლინის მიერ შექმნილია სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურა, ავტორია მრავალი ნაშრომისა და სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებული იყო მედლებითა და ორდენებით.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.231

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: