შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჩადუნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1956წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1956-2008წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრი: 1956-1965წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, ინჟინერი, წამყვანი ინჟინერი; 1965-1967წწ. უფროსი მეცნიერ მუშაკი, 1967-1986წწ. "გამოთვლის საშუალებათა" განყოფილების ხელმძღვანელი; 1986-2008წწ. განყოფილების - "გამოთვლითი ქსელები და ელექტრონული მოწყობილებების" ხელმძღვანელი; 2008-2017წწ. სათავეში ედგა საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერულ ცენტრს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.232 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |