შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით. მუშაობდა ზაჰესში ინჟინრად, შემდეგ მეორე რიგის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად. 1937 წელს - ტყვარჩელსრესის მშენებლობის უფროსი; 1938 წლიდან - ამავე ელექტროსადგურის დირექტორი; 1948 წლიდან "საქენერგოს" მმართველი, ამავდროულად, საქართველოს სსრ მინისტრი. მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პირველივე წლებში გადაწყვიტა საქართელოს სრული ელექტრიფიკაციის პრობლემა და უზრუნველყო ახალი ელექტრული სიმძლავრეების მშენებლობა და გეგმიური ამოქმედება. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 1950-იანი წლები, როდესაც მწყობრში ჩადგა რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური, განვითარდა ელექტრული ქსელები, საქართველოს ენერგოსისტემა ჩაირთო საბჭოთა კავშირის ერთიან ენერგოსისტემაში, ამაღლდა ექსპლუატაციის დონე, გატარდა მრავალი საორგანიზაციო-ტექნიკური ღონისძიებები. მისი დამსახურებაა იმ პერიოდისათვის მძლავრი ბაზისური ელექტროსადგურის - "თბილსრესის" მშენებლობის დაწყება, რომლის პირველი ენერგობლოკი უკვე 1963 წელს იქნა ამოქმედებული. ამავე პერიოდში დაიწყო უნიკალური "ენგურჰესის" მშენებლობა. ენერგეტიკული ობიექტების ექსპლუატაციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი ობიექტების მშენებლობასთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობდა კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას, ენერგეტიკოსთა მრავალათასიანი კოლექტივის სოციალური საკითხების დროულ გადაწყვეტას. არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო საზოგადოებას. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.393 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |