ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზაზა მიქაშავიძე
დაბადების თარიღი: | 8 სექტემბერი, 1954 |
გარდაცვ. თარიღი: | 31 მარტი, 2023 (68 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მსახიობი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1975 წელს. დაარსების დღიდან მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი. თამაშობდა სპექტაკლებში: "ალუბლის ბაღი" (ეპიხოდოვი), "ჩვენი პატარა ქალაქი", "დედა კურაჟი", "ბაკულას ღორები", "მაცეკვე ტანგო" და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "დათა თუთაშხია" - კურუ (1978), "კარიერი" (1979); "სახლი ლესნაიაზე" - სტამბის მუშა (1980), "მარადისობის კანონი" (1982), "ახალი არკადია" (1986), "ტერანგი" (1986); "ბრავო, ალბერ ლოლიშ!" (1987); "ვამეხი მოდის" (დაკარგული საგანძურის საძებნელად) - ცალთვალა (1988); "ქველი" (კეთილისმყოფელი) (1988); "მარტოხელა მონადირე" - მიხო (1989), "ტურანდოტი" - ოლეგი (1989), "ვირთხა" (1991), "ვალსი პეჩორაზე" (1992), "ანას დაბადების დღე" (1992), "დათქმულ დღეს" (2004) და სხვა. მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის პროექტში "ლიტერატურული თეატრი", რომელიც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" თანადგომით განხორციელდა და რომლის მიზანია მსმენელებს გააცნოს გამოჩენილი ქართველი მწერლების ნაწარმოებების სრული აუდიო ვერსია. თეატრისა და კინოს მსახიობი.
წყარო: Front News - საქართველო: frontnews.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|