The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ შავდია

მიხეილ შავდია
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილების გამგე; მოხსენებები და პოსტერები წარდგენილი და გამოქვეყნებული აქვს 17 ქვეყანაში (აშშ, შვედეთი, გერმანია, პორტუგალია, იტალია, ისრაელი, შვეიცარია, ავსტრია, უნგრეთი, თურქეთი, ბულგარეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი); ჟურნალ "პრევენცია, კულტურა, კომუნიკაცია" გამგეობის წევრი; საერთაშორისო პროფესიული კავშირების წევრი: ECCO - European CanCer Organisation World Institute of Pain European Association for Palliative Care ESMO (European Society for Medical Oncology) ESO (The European School of Oncology). 196 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 9 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი, აქედან 49 სამეცნიერო ნაშრომი ინგლისურ ენაზეა შესრულებული. ყაზახეთში ბავშვათა პირველი ჰოსპისის დაარსებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიღებული აქვს ყაზახეთის საერთაშორისო პრემია "Mercy" (2011). ონკოლოგი.

წყარო: სამედიცინო პორტალი: med.ge; ბიზნეს მედია: bm.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების სადისერტაციო საბჭო (ონკოლოგია), წევრი
  • კიბოს კონტროლის კავკასიის გაერთიანების ონკოპრევენციის ცენტრი (საქართველო), დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
  • კიბოს კონტროლის ნაციონალური ასოციაცია (საქართველო), დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ექიმთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • ჯანმრთელობის პრომოციის ალიანსი (საქართველო), დამფუძნებელი, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - საქართველოს ეროვნული პრემია, ვერცხლის მედალის მფლობელი
    სამეცნიერო ნაშრომისთვის - "ონკოლოგია"
  • 2010 - ლუარსაბ შარაშიძის სახელობის პრემია
  • 2007 - ანდრია ღვამიჩავას სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: