The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჩხეიძე

ოთარ ჩხეიძე
Date of birth:1919
Date of death:1989  (at 70 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსიტუტის სამთო ფაკულტეტი, სპეციალობით "სასარგებლო საბადოების დამუშავება" 1941 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიაკცია.

1941 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" წითელწყაროს ბურღვის კანტორაში ბურღვის ოსტატის თანაშმწედ; 1941-1945წწ. მუშაობდა დიმიტროვის სახელობის ქარხანაში მობილიზაციის განხრით; 1945-1946წწ. - ტრესტ "საქნავთობის" წითელწყაროს ბურღვის კანტორის უფროსი ინჟინერი, "ლენინნავთობის" რთულ სამუშაოთა ინჟინერი; 1946 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" ნორიოს ბურღვის კანტორაში, მარტყოფის უბნის უფროსი; 1946-1948წწ. - კავთისხევის ნავთობდაზვერვის უფროსი ინჟინერი; 1948-1953წწ. - სუფსის ნავთობდაზვერვის უფროსი ინჟინერი და უფროსი; 1953-1955წწ. - პატარძეულის ნავთობდაზვერვის უფროსი; 1955-1964წწ. - წითელწყაროს ბურღვის კანტორის დირექტორი; 1964-1974წწ. - ტრესტ "საქნავთობის" მმართველის მოადგილე; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ტრესტ "საქნავთობ-გეოფიზიკაში". დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. პირველი რანგის სამთო ინჟინერი (1950).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.394

Awards and Honors

  • 1985 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით"
  • 1979 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1966 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1964 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1950 - პირველი რანგის სამთო ინჟინერი
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: