Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაიოზ ჭანკვეტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1943 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1947 წელს. 1943-1945წწ. მუშაობდა ა. ი. ვინტერის სახელობის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1948-1948წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამშენებლო ტექნიკუმში; 1945-1951წწ. მუშაობდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1952 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის თანამშრომელია. გ. ჭანკვეტაძე არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო და მეთოდური საბჭოს წევრი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1948 წელს). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.240
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |