შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიშა კოღუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბანოჯა, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. ჰქონდა დაწყებითი 4 კლასის განათლება. სოციალისტ-ფედერალისტების წევრი იყო 1917 წლიდან, ეკუთვნოდა პარტიის მემარჯვენე ფრთას. იმავე წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის ჯარის მიერ მიტოვებული თურქეთის ფრონტისპირა არსენალებიდან იარაღის ჩამოტანის ღონისძიებაში, რომელსაც გრიგოლ ლაღიძე თაოსნობდა. კოღუაშვილი იყო სოციალისტ-ფედერალისტების მოხალისეთა შეიარაღებული რაზმის აქტიური წევრი, მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისთვის. 1919 წლამდე მუშაობდა გაზეთ "ხალხის მეგობრის" რედაქციაში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ჩაბმული იყო იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში, ცხოვრობდა "არალეგალურად". 1922 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაპატიმრებული იყო ქუთაისში. 1923-1924წწ. სათავეში ედგა პარიტეტულ კომიტეტთან არსებულ სპეციალურ დაჯგუფებას, რომლის მიზანი ანტისაბჭოთა აჯანყების მზადების პროცესში ბოლშევიკი ლიდერების და კოლაბორაციონისტების ლიკვიდაცია იყო. 1924 წლის აგვისტოში, აჯანყების დაწყებამდე კოღუაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა. საგანგებო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებაში კოღუაშვილმა დაადასტურა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით განხორციელდა რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობა. უშუალოდ აჯანყების დროს იგეგმებოდა კოღუაშვილის მეთაურობით თავდასხმა საგანგებო კომისიის შტაბზე და პოლიტიკური ტუსაღების გათავისუფლება. კოღუაშვილის დაჯგუფების წევრებს უკავშირებდნენ ასევე გურიაში წითელარმიელი მეთაურების - ალექსანდრე ობოლაძის, პოლიკარპე სანიკიძის და დავით ჩუბინაშვილის მკვლელობას. 1924 წლის 1 სექტემბერს კოღუაშვილი სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად თბილისში დახვრიტეს. პოლიტიკური აქტივისტი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის შეიარაღებული რაზმის მეთაური. წყარო: 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში : მონოგრაფია / ლევან ჯიქია. - თბ., 2011.– გვ.66; პარიტეტული კონტრრევოლუციის საიდუმლოებანი : პოლიტიკურ ბანდიტის მ. კოღუაშვილის ჩვენება // კომუნისტი. - 1924. - 30 აგვისტო. - N197. - გვ.5
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |