The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლოდ დე კემულარია

კლოდ დე კემულარია
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1922
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 2016  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი, საფრანგეთში.

დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პარიზის პოლიტიკური მეცნიერების უმაღლესი სკოლა. მას მინიჭებული ჰქონდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (1982), 1982–1984 წლებში იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში.

1957–1980 და 1984–1987 წლებში მსახურობდა გაეროში. იყო გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, სამდივნოს უფროსი და პირადი წარმომადგენელი, საინფორმაციო სამსახურის დირექტორი ჟენევაში, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. 1985–1986 წლებში ორჯერ აირჩიეს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის მრჩეველი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დარგში (1981–1982). საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, "პარიბას" პრეზიდენტი (1988–1998). არჩეული იყო ომანის საერთაშორისო ბანკის დირექტორთა საბჭოს უფროს წევრად, საფრანგეთ-კატარის და საფრანგეთ-ომანის ბიზნესკლუბების პრეზიდენტად, ფრანგულ-არაბული სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრად. 1992 წელს მონაწილეობდა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური ელიტის პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების – "ბილდერბერგის კლუბის"– კონფერენციაში, როგორც საფრანგეთის დელეგაციის წევრი. იმავე წლებში აირჩიეს გაეროს საფრანგეთის ასოციაციისა და საერთაშორისო საბჭოს "მოძრაობა ევროპისაკენ" ("Mouvement Europeen") საპატიო წევრად. 1987–1996 წლებში იყო ფრანგული მოდის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის, ფირმა Nina Ricci-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. 2002 წლიდან იყო საერთაშორისო პოლიტიკური გაერთიანება "მონაკოს" კლუბის ერთ-ერთი ­ დამაარსებელი, 2005 წლიდან კი პრეზიდენტი, ამავე კლუბთან არსებული ხმელთაშუაზღვის საკითხების პოლიტიკური შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, 2006 მსოფლიო პოლიტიკური ფორუმის – "ახალი მსოფლიოს პოლიტიკური არქიტექტურა" – ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთავარი მომხსენებელი. კლოდ დე კემულარიას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი შრომები პოლიტიკური მეცნიერებების და ეკონომიკის დარგში. შეყვანილია საფრანგეთის პრესტიჟულ ენციკლოპედიურ გამოცემაში "ვინ ვინ არის საფრანგეთში"("Who's Who in France"). დაჯილდოებულია "საპატიო ლეგიონის" 2 ორდენით, საფრანგეთის ღირსების ორდენით და სხვა სახელმწიფო ჯილდოებით. 1988 წელს მიენიჭა "საპატიო ლეგიონის" ოფიცრის წოდება. 2010 კლოდ დე კემულარია საქართველოში ჩამოვიდა და თავისი წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა: "...სანამ ცოცხალი ვარ, ევროპაში საქართველოს ინტერესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ... იამაყეთ, რომ ქართველები ხართ... მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს". საფრანგეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, საბანკო საქმის ორგანიზატორი. პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორი. პოლიტიკური ემიგრანტის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, იოსებ კემულარიას (1880–1957) შვილი. 

წყარო: ცხოვრება გაშლილი ფრთებით : მემუარები / კლოდ დე კემულარია ; თბ. : ცოტნე, 2010., 392გვ.; კლოდ დე კემულარიამ საფრანგეთის ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა / ქეთი მოდებაძე // თბილისელები.-თბილისი,2020.-სექტემბერი.-N38(1029).-გვ.6

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: