Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ჩხობაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი საპეციალობით "მარგი წიაღისეული საბადოების დაზვერვის ტექნოლოგია და ტექნიკა" 1974 წელს და მიენიჭა სამთო-ინჟინრის კვალიფიკაცია. 1974 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" თბილისისპირა ღრმა ბურღვის ძიებაში მბურღავის თანაშემწედ; 1976 წლიდან - ცვლის უფროსი; 1980 წლიდან - "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის საძიებო ბურღვის სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1984 წლიდან - "საქნავთობი", საწარმოს ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილე; 1985-1987წწ. მივლინებული იყო ქ. ალჟირში, მუშაობდა სხვადასხვა ნავთობკომპანიებში ჭაბურღილების უფროსად; 1988-1995წწ. - "საქნავთობის" ბურღვის ტექნილოგიური განყოფილების უფროსი; 1995-1998წწ. - "საქნავთობის" შპს "ნავთობგაზტექნოლოგიაში" მთავარი ინჟინერი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1998 წლიდან - "საქნავთობის" შპს "ნავთობსერვისში" სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1998-1999წწ. - ქართულ-ბრიტანულ ერთობლივ შპს "კახეთის ნავთობში" ბურღვის მენეჯერი; 2000-2005წწ. - ქართულ-ბრიტანულ კომპანია "კანარგო"-ში ბურღვის მენეჯერი; 2006 წლიდან - შპს "იორის ველი ნავთობი და გაზის" კომპანიაში ტექნიკური დირექტორი. არის რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების და გამოგონების ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.395 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |