The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ჭუმბურიძე

ირაკლი ჭუმბურიძე
Date of birth:20 August, 1911
Date of death:1991  (at 79 years)
Category:Engineer, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის იმდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ამიერკავკავკასიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ - ზაჰესში ელექტრიკოსად, მორიგე ინჟინრად; 1933-1937წწ. ამერკავკასიის ენერგოსისტემის მორიგე დისპეჩერის მოადგილე, საქართველოს მაღალი ძაბვებვის ქსელების სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სარელეო დაცვის სამსახურის უფროსი; 1937-1957წწ. "სომხეთენერგოს" ინსპექტორი, შეთავსებით - ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ელექტროსადგურების კათედრის გამგე, 1946 წელს მიენიჭა დოცენტის ხარისხი; 1957-1960წწ. საქართველოს სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტში მრეწველობის განყოფილების უფროსი და ენერგეტიკის დარგის მთავარი სპეციალისტი; 1960-1983წწ. ამიერკავკასიის ენერგოსისტემის გაერთიანებული სადისპეჩეროს საქართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი დისპეჩერი. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. მრავალი რაციონალური წინადადების და ტექნიკური სიახლის ავტორი. აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს. იყო ენერგეტიკული მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი. მიღებული ჰქონდა სსრ კავშირის ორდენები და მედლები.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.243

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: