შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჯინჭარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს; იმავე ფაკულტეტის ასპირანტურა 1993 წელს. 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში ტექნიკურ უნივერსიტეტი) ანალიზური ქიმიის კათედრაზე სტაჟიორ-მკვლევარად; 1990-2005წწ. იყო ტექნიკური უნივერსიტეტის "სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებათა და კვების პროდუქტების ტრადიციული ტექნოლოგიების" სასწავლო-საწარმოო ცენტრის თანამშრომელი; 2009-2019წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი. ქიმიუ მეცნიერებათა დოქტორი. 50 სამეცნიერო ნაშრომის, 8 სახელმძღვანელოს და 15 გამოგონების ავტორი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.248-249 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |