The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ცაბაძე

ნოდარ ცაბაძე
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:2005  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს.

1951 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო კვლევების სფერო მოიცავდა: ჰესების მოქმედების ეფექტურობის ამაღლებას, ჰიდროაგრეგატების ექსპლუატაციის ოპტიმალური ვადების დადგენას, ჰიდროტურბინების აბრაზიულ-კავიტაციური ცვეთის შეფასებისა და მცირე სიმძლავრის ჰესების სიმრავლის შექმნის მეთოდიკათა შემუშავებას, საოპტიმიზაციო ამოცანების გადაწყვეტის მიზნით ჰიდროაგრეგატებისა და ჰესის სივრცულ-დროითი მათემატიკური მოდელის პროგრამის შექმნას. ჩამოაყალიბა საქართველოს რამდენიმე კუთხისათვის, მათ შორის, ბორჯომისა და თიანეთის ლოკალური ენერგორაიონების შექმნის ენერგოეკონომიკური საფუძვლები და სხვ. ნოვატორული წინადადებები წამოაყენა საქართველოს ჰიდროენერგეტიკისა და წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების სფეროში. აქტიურად და წარმატებით იკვლევდა საქართველოში ჰიდროტექნიკის განვითარების ისტორიულ ასპექტებს და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მეტად საინტერესო რამდენიმე სტატია. გამოკვლეული და გამოქვეყნებული ჰქონდა შაორ-ტყიბულის კასკადისა და ზაჰეს-ხრამჰეს-1-ის პარალელური მუშაობის საკითხები მოკლევადიანი პიკური დატვირთვებისას. მას ეკუთვნის რიგი შესანიშნავი იდეა და ნოვატორული წინადადება საქართველოს ჰიდროენერგეტიკისა და წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების სფეროში. ენერგეტიკოსი, გ. ჩოგოვაძის სახელობის საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.397

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: