Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ცაგარელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი თბოელექტროსადგურების სპეციალობით 1958 წელს; ქ. მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის დახელოვნებული დიპლომირებული ინჟინრების დაუსწრებელი ფაკულტეტი 1964 წელს.. 1959-1969წწ. მუშაობდა ტყვარჩელის სრესში ინჟინრად, სატურბინო საამქროს უფროსის მოადგილედ; 1960-1964წწ. - თბილისის თეცში საამქროს უფოსად. მონაწილეობდა თბილისის თეცის ძველი ტურბინების ახალი, უფრო მძლავრი და ეკონომიური ტურბინებით შეცვლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში. 1964 წლიდან - თბილისის სრესის 150 მეტ სიმძლავრის ენერგობლოკებით ამუშავებასთან დაკავშირებით "საქენერგოში" ახლადშექმნილი თბომექანიკური აღჭურვილობის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი; 1968 წლიდან - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე და კოლეგიის წევრი; 1979-1988წწ. - "საქენერგოს", ხოლო 1989 წლიდან "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინერი, უფროსის პირველი მოადგილე. ხელმძღვანელობდა როგორც არსებული ენერგოობიექტების ექსპლუატაციას, ასევე ახალი ენერგოობიექტების მშენებლობას. ამ პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა უნიკალური ენგური ჰესი, აშენდა ვარციხე ჰესი, ჟინვალი ჰესი, მოხდა ტყვარჩელი სრესის მთლიანი რეკონსტრუქცია. მისი ინიციატივით გადაწყვეტილ იქნა თბილისის სრესის 300მვტ ენერგობლოკებით გაფართოების საკითხი. იყო როგორც ელექტროსადგურების, ასევე ელექტროსაქსელო ობიექტების მიმღები კომისიის თავმჯდომარე. 1989-1991წწ. მუშაობდა კუბის რესპუბლიკაში საბაზო წარმოების მინისტრის მრჩევლად. 1992 წელს, კუბიდან დაბრუნების შემდეგ იყო საქართველოს ენერგეტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამავდროულად რუსეთის სააქციო საზოგადოება "რუსეთის ერთიან ენერგოსისტემაში" საქართველოს წარმომადგენელი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.397-398 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |