Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალიოზ ბათმანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი წარმოშობით მესხეთის ძირძველი სოფლიდან, არლიდან იყო. იგი ერთ–ერთი იმათგანია, რომელიც სრულიად პატარა ჩავიდა სტამბოლში და ქართულ სავანეში მიიღო შესაბამისი განათლება. 1911 წელს კი, სტამბოლის ქართულ სავანეში ქართველ რიგით მღვდლად ეკურთხა. 1922 წელს დაინიშნა კონსტანტინოპოლის კათოლიკური ქართული მონასტრის წინამძღოლად. 1925 წლის ნოემბერში ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი ვატიკანში რომის პაპმა პიუს XI მიიღო. ამის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს კათოლიკეების ადმინისტრატორი გახდა. იგი იყო ერთ–ერთი მათგანი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა ქართული ტიპიკონის საკითხზე, ზრუნავდა არა მხოლოდ სტამბოლში მცხოვრები კათოლიკე ქართველების, არამედ მუსლიმი ქართველების განათლებაზე, ეროვნულობის შენარჩუნებასა და ერთობაზე. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი თავგანწირვით ემსახურებოდა სავანესაც და სამშობლოსაც. ქართული ეროვნულობის შენარჩუნებისა და ევროპისკენ გეზის გამო, მამა ალიოზს ბოლშევიკური მთავრობა სასტიკად გაუსწორდა, 1927 წლის 16 ოქტომბერს იგი დააპატიმრეს, შემდეგ კი რამდენჯერმე გადაასახლეს და 1937 წლის 1 ნოემბერს კი იგი დახვრიტეს. სტამბოლის ქართველ მამათა სავანის წინამძღვარი. წყარო: ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი : სტამბოლის ქართველ კათოლიკე მამათა სავანის წინამძღვარი / ნატო ყრუაშვილი.-ახალციხე, 2020.-184გვ; ქართული ამბები: gurcuhaber.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |