The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაირა ცაგარეიშვილი

ზაირა ცაგარეიშვილი
Date of birth:13 September, 1933  (91 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით "ელქსელები და სისტემები" 1957 წელს.

მუშაობა დაიწყო "ენერგოქსელპროექტში" ჯგუფის ხელმძღვანელად. 1977-2004წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგოში" კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში საპროექტო სამუშაოების ჯგუფის უფროსად. საპროექტო ორგანიზაციაში მუშაობის დროს მონაწილეობდა 35, 220, 220 და 500კვ. ე.გ.ხ. დაპროექტებაში, ასრულებდა 35-200კვ. არატიპიური ანძების გათვლებს მთაგორიანი რელიეფისათვის. 1969 წელს დააპროექტა არატიპიური მაღალი ძაბვის 35კვ. ე.გ.ხ. "თორღვას აბანო-ომალო", რომელიც გაყვანილი იყო ხეობაში მთებს შორის დაჭიმული გვარლის საშუალებით. საქენერგოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში მუშაობის დროს კურირებდა საპროექტო სამუშოების შესრულებას, მაღალი ძაბვის 35-110-220კვ. ელ. გადამცემი ხაზების და 35-110-500კვ. ქვესადგურების, ჰიდროელექტროსადგურების, დაპროექტების ფინანსირების უზრუნველყოფას მშენებარე ორგანიზაციებში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.398

Awards and Honors

  • საქართველოს ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი

Share: