შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კაცია ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1955 წელს. მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" ცენტრალურ აპარატში. 1966 წლიდან - ხრამ ჰეს 2-ის უფროსი ინჟინერი; 1967 წლიდან - ელექტროსადგურის მთავარი ინჟინერი; 1971 წლიდან - ენგურჰესის მშენებლობის დირექციის უფროსის მოადგილე; 1980 წლიდან - "საქენერგოს" მაღალი ძაბვის ელექტროქსელების მთავარი ინჟინერი; 1986 წლიდან - ამავე საწარმოს დირექტორი; 1992 წლიდან - მცირე სიმძლავრის ჰესების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი და პერსპექტიული განვითარების პროგრამების შემუშავების კოორდინატორი; 1994-1996წწ. - საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მთავარი სპეციალისტი; მომდევნო პერიოდში, გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომპანია "საქნერგოს" კაპიტალური მშენებლობისა და რეაბილიტაცია-განვითარების განყოფილებას. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.399-400
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |