შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "სამდინარო ნაგებობებისა და ჰესების ჰიდროტექნიკური მშენებლობა" 1980 წელს. 1980-1983 და 1987-1990 წლებში მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსიტუტში, ხუდონჰესის და ენგურჰესის თაღოვანი კაშხლების დაძაბულ-დეფორმირებული და თერმოდაძაბული მდგომარეობის საკითხებზე. 1984-1987წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1990-1994წწ. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-საწარმო ფირმას "ენერგია"; 1994-1995წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის სახელმწიფო მრჩეველი და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მთავარი სახელმწიფო კოორდინატორის მოადგილე; 1996-2004წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი; 2004-2012წწ. თელასის სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან მუშაობს კერძო სექტორში. გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის აღსანიშნავია ავტორთა კოლექტივთან ერთად 2004 წელს გამოცემული "საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია" და 2000-2001წწ. გამოცემული ორტომეული "ენერგეტიკის რეგულირების საფუძვლები", რომელსაც 2002 წელს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია მიენიჭა. მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმის, კონფერენციისა და სამთავრობო მოლაპარაკების მონაწილე. ენერგეტიკის ექსპერტი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.400 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |