Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაატა ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "სამდინარო ნაგებობებისა და ჰესების ჰიდროტექნიკური მშენებლობა" 1980 წელს. 1980-1983 და 1987-1990 წლებში მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსიტუტში, ხუდონჰესის და ენგურჰესის თაღოვანი კაშხლების დაძაბულ-დეფორმირებული და თერმოდაძაბული მდგომარეობის საკითხებზე. 1984-1987წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1990-1994წწ. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-საწარმო ფირმას "ენერგია"; 1994-1995წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის სახელმწიფო მრჩეველი და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მთავარი სახელმწიფო კოორდინატორის მოადგილე; 1996-2004წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი; 2004-2012წწ. თელასის სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან მუშაობს კერძო სექტორში. გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის აღსანიშნავია ავტორთა კოლექტივთან ერთად 2004 წელს გამოცემული "საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია" და 2000-2001წწ. გამოცემული ორტომეული "ენერგეტიკის რეგულირების საფუძვლები", რომელსაც 2002 წელს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია მიენიჭა. მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმის, კონფერენციისა და სამთავრობო მოლაპარაკების მონაწილე. ენერგეტიკის ექსპერტი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.400 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |