შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულიკო ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია. 1962-1965წწ. - თბილისის ელექტროელმავალმშენებელი ქარხნის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო, ინჟინერი, წამყვანი ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1965-2004წწ. - საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემაში უფროსი ინჟინერი, ელექტროქიმიური დაცვის სამსახურის უფროსი, მთავარი ტექნოლოგი, ტექნიკური განყოფილების უფროსი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 2004-2007წწ. - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მაგისტრალური გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების საწარმოო-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2007 წლიდან - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საპროექტო-საკონსტრუქტორო სამსახურის ინჟინერ-დამპროექტებელი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.401
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |