შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ქურდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, მექანიზაციის ფაკულტეტი 1963 წელს. 1964 წელს მუშაობდა "საქსოფლტექნიკის" დიღმის სარემონტო ქარხანაში და დანიშნეს საამქროს უფროსად; 1970 წელს იგი ამ ქარხნის მთავარი ინჟინერი გახდა; 1974 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს თბილისის კეთილმოწყობის სისტემაში გარე განათების, ქალაქგაფორმებისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ავტომეურნების უფროსად; 1977-1978წწ. მუშაობდა საგარეჯოს ავტოშემკეთებელ ქარხანაში მთ. ინჟინრად; 1978 წელს დაინიშნა საწარმოო გაერთიანება "საქსოფლტექნიკის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1979 წლიდან ხუთი წელი მუშაობდა მესტიის რაიონში "საქსოფლტექნიკის" საწარმოო გაერთიანების მმართველად; 1984 წელს სამუშაოდ გადმოიყვანეს ქ. თბილისში დიღმის სარემონტო ქარხანაში დირექტორის თანამდებობაზე. ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისთვის მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს სიგელი (1988). საქართველოს დამსახურებული მექანიზატორი, სოფლის მეურნეობის განვითარების აქტიური მოღვაწე, მაღვალკვალიფიციური ინჟინერი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.383 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |