შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ცისკარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ტექნოლოგია და კომპლექსური მექანიზაცია" 1984 წელს და მიენიჭა სამთო-ინჟინრის კვალიფიკაცია. 1974 წელს დაიწყო მუშაობა ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოში ოპერატორად; 1975-1977წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1984-1985წწ. - "საქნავთობის" ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა რემონტების მბურღავია, 1985-1987წწ. - "საქნავთობის" ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა რემონტების ოსტატი; 1987-1991წწ. - "საქნავთობის" ნავთობის საბადო "ნორიო-საცხენისი" უბნის უფროსი; 1991-1992წწ. - ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა რემონტების მთავარი ინჟინერი; 1992-2000წწ. - "საქნავთობის" ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა რემონტების უფროსი; 1996-1997წწ. - ქართულ-ინგლისური ნავთობკომპანია "GBOC" ნავთობის მოპოვების მენეჯერი; 1998-2001წწ. - ქართულ-ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა რესოურსის ჯორჯია" მთავარი ინჟინერი; 2001-2005წწ. - ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია "კანარგო-ჯორჯია", ჭაბურღილების კაპიტალური რემონტების უფროსი; 2004-2005წწ. - "საქნავთობის" შპს "საქნავთობი-სამგორის" მთავარი სპეციალისტი; 2005-2008წწ. - სს "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების მთავარი სამმართველოს უფროსი; 2007 წლიდან - "ინტერჭაბურღილსერვისის" ჭაბურღილების კაპიტალური რემონტების უფროსი. 2006 წელს "საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირის" მიერ, მიენიჭა წლის ინჟინრის წოდება. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.401-402 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |