The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ცქიტიშვილი

ბადრი ცქიტიშვილი
დაბადების თარიღი:1935
გარდაცვ. თარიღი:1998  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1972წწ. მუშაობდა საქნავთობში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1972 წელს მივლინებული იყო ალჟირში. 1975 წლიდან - საქნავთობის კოლხიდის ბურღვის სამმართველოში გეოლოგიური განყოფილების მთავარი გეოლოგი; 1978 წლიდან - საქნავთობის დასავლეთ საქართველოს სატრანსპორტო სამმართველოს უფროსი; 1987 წლიდან გარდაცვალებამდე - სუფსის ბურღვის სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მადლობის სიგელი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.404


გააზიარე: