Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ცხვირაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის სპეციალობით. 1950 წელს ჩააბარა საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, საიდანაც მიავლინეს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში (მოსკოვი). 1953 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1959-1991წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბოენერგეტიკის განყოფილებას. იყო ავტორი მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა, რაც საფუძვლად დაედო მძლავრი თბოენერგეტიკული დანადგარების საიმედო და ეკონომიური საექსპლუატაციო რეჟიმების დამუშავებას. მან საქართველოში პირველმა მოკიდა ხელი ატომურ რეაქტორებში თბოქიმიური პროცესების გამოკვლევას, რომელთა შედეგებმა საყოველთაო აღიარება და პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს გეოთერმული წყლების მიწის წიაღისეული სითბოს გამოყენების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით ბევრ ჭაბურღილზე შესწავლილია ლითონის კოროზია და მარილების გამოლექვის საკითხები. იყო 32 გამოგონებისა და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წარმატებით უთავსებდა მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობას. ათეული წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1991 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის პროფესორის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 5 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. შექმნა და გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბოელექტროსადგურების წყალ-ქიმიური რეჟიმების შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფს. მან პირველმა გამოიკვლია ნეიტრონების ნაკადში კონსტრუქციული მასალების, ჟანგეულების წყალში და ორთქლში გადასვლის კანონზომიერებები. სამუშაოთა ამ ციკლმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მათი შედეგები შევიდა თბოენერგეტიკის წამყვან სახელმძღვანელოებში და ფუნდამენტალურ მონოგრაფიებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1953), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.405
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |