The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ქურდიანი

Date of birth:23 February, 1921
Date of death:1994  (at 72 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა სატანკო-საარტილერიო სასწავლებელი.

1939-1941წწ. მსახურობდა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში. ომის დამთავრებამდე იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ, შემდეგ მისი ნაწილი ჯერ ირანში, ხოლო შემდეგ საქართველოში გადმოიყვანეს. 1954 წელს აღნიშნული ნაწილი დაიშალა, იგი სამხედრო წოდებით დემობილიზებული იქნა. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის, ჭიათურის, მახარაძის (ოზურგეთის), სამტრედიის, ქ. ფოთის მილიციის უფროსად და ქ. ბათუმის მილიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავის და რიგი სხვა ორდენებითა და მედლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ღვაწლმოსილი მუშაკი, პოლკოვნიკი. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.387

Awards and Honors

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
    მხედრული მამაცობისა და საბრძოლო მოქმედებებში თავის გამოჩენისათვის

Share: