შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით "სასარგებლო ნამარხთა საბადოების ძებნისა და ძიების გეოფიზიკური მეთოდები" 1956 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის კომპლექსურ გეოლოგიურ პარტიაში "კავკაზნახშირგეოლოგიაში"; 1958-1967წწ. მუშაობდა "კავკაზნახშირგეოლოგიაში" სხვადასხვა საინჟინრო პარტიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1967-1978წწ. "საქნავთობგეოფიზიკის" ტრესტში სეისმური პარტიის უფროსად; 1978 წლიდან - საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" გეოლოგიური საძიებო კანტორის დირექტორად; 1978-1985წწ. საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1985 წლიდან - "საქართველოს ნავთობსადენების კომპანიის" გენერალური დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.406-407 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |