შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა წულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1925 წელს; თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1931 წელს. 1931 წლიდან იყო ქ. ბათუმის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ძალოვანი ელექტროსადგურის მორიგე ინჟინერი; 1932-1935წწ. "თელასში" ქსელების ექსპლუატაციის უფროსი ინჟინერი; 1935-1937წწ. აწჰესის მშენებლობა; 1937-1941წწ. ბათუმის ქვესადგურის უფროსი; 1941-1949წწ. ქუთაისის ელექტროქსელების რაიონის უფროსი; 1949 წლიდან საქენერგოს უფროსის მოადგილე; 1959 წლიდან საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოში განყოფილების უფროსი; 1965 წლიდან - საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე და კოლეგიის წევრი; 1979 წლიდან - "საქმთავარენერგოში" უფროსი რეფერენტი. დაჯილდოებული იყო სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს, საკავშირო სამინისტროს და საქართველოს უმაღლესი საბჭოს მრავალი ჯილდოებით და სიგელებით. საბჭოთა კავშირის საპატიო ენერგეტიკოსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.408 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |