Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ბეზაკი![]()
Biographyნიკოლოზ ბეზაკი 1830-ია წლებში იყო კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის მმართველი, ხოლო 40-იანი წლების დასაწყისში საქართველო-იმერეთის სახაზინო პალატის თავმჯდომარე, 1845 წელს იგი ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრი იყო. ნიკოლოზ ბეზაკი ავტორია იმ საფინანსო რეფორმისა, რომელსაც 1840-იანი წლებში საქართველო-იმერეთის გუბერნიაში საგადასახადო სისტემა უნდა მოეწესრიგებინა. ცოლად ჰყავდა სოფიო ყაფლანის (ივანეს) ასული ორბელიანი, რომელიც ბავშვობაშივე გრიგოლ ორბელიანზე იყო დაწინდული ("ვაპირებ საქართველოში წასვლას, მაგრამ სოფიო გამითხოვდა, ბეზაკმა შეირთო, რომელიც არის პრავიტელი კანცელარიისა. რაი ვჰყო? მეც ვანუგეშებ თავსა ჩემსა მით, რომ არა მარტო მე ვარ ამ სოფელში მოტყუებული"), ასე წერს 1836 წლის 1 ოქტომბერს გრიგოლ ორბელიანი იმერეთის უკანასკნელ დედოფალს, მარიამ კაცია II დადიანის ასულს. ნიკოლოზ ბეზაკს ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე და შეტანილი აქვს 1843-1844 წლებში საწევრო თანხა. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.28-29; თბილისის მუზეუმების გაერთიანება: it-it.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |