The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სვეტლანა ჭავჭანიძე

დაბადების თარიღი:1939  (86 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში, სადაც კითხულობდა ლექციებს ელექტროტექნიკაში. 1965 წლიდან - ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებულ სადისპეტჩერო სამმართველოში რეჟიმების სამსახურის ინჟინერი; 1972 წლიდან - უფროსი ინჟინერი, ინფორმაციის სამსახურის ჯგუფის უფროსი; 1978 წლიდან - ინფორმაციის სამსახურის უფროსი; 1994-2002წწ. სამმართველოს რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებული სს "საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ენერგოსისტემების პარალელური მუშაობის კოორდინაციისა და მართვის ცენტრის" (სს "პონტოელის") ინფორმაციისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.410-411


გააზიარე: