შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონი ჭანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების ფაკულტეტი ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუგდიდის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს. 1979-1986წწ. იყო ენგურჰესის მაღლივი კაშხლის სამშენებლო სამმართველოს მიწისქვეშა სამუშაოების ოსტატი; 1986-1991წწ. საქმეთა მწარმოებელი; 1991-1992წწ. ენგურჰესის კასკადის დირექციის თაღოვანი კაშხლის უფროსი; 1992-1993წწ. ენგურჰესის კასკადის სათავე კვანძის საამქროს უფროსის მოადგილე; 1994-2000წწ. ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ექსპლუატაციის დირექციის დირექტორი; 2007 წლიდან შპს "ენგურჰესის" დეპარტამენტის თაღოვანი კაშხლის თავმჯდომარე. 2006 წელს მონაწილეობდა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. კერძოდ, მისაყრდნობი ფარის დამზადების პროექტის შესრულებაში. დაჯილდოებულია მედლით "ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობისათვის". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.411 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |