The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგეი ვასილკოვსკი

Date of birth:18??
Date of death:1845
Category:Public official, Philosopher

Biography

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1825 წელს.

1838 წლიდან მსახურობდა კავკასიაში: მთავარმართებლის საგანგებო დავალებათა მოხელედ, საქართველო-იმერეთის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორად, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში – მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორად.  ამ უკანასკნელ თანამდებობაზე ყოფნისას იგი უშუალო ხელმძღვანელი იყო დიმიტრი ყიფიანისა, რომელიც მას ახასიათებს, როგორც "ფრიად საქმის კაცს", ნიჭიერს, კეთილგანმზრახველს, ოღონდ "გამოთქმის ნიჭს" მოკლებულ პიროვნებას. გარდაცვალების წინა წლებში სერგეი ვასილკოვსკი ალექსანდრე ჭავჭავაძის ხელმძღვანელობითა და დახმარებით მუშაობდა საქართველოში წოდებრივ ფენათა უფლებრივი ურთიერთმიმართების მოსაწესრიგებელ ღონისძიებათა პროექტზე, მაგრამ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა. სერგეი ვასილკოვსკის ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე და შეტანილი აქვს 1843-1844 წლების საწევრო თანხა. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. ეროვნებით უკრაინელი.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.37; თბილისის მუზეუმების გაერთიანება: it-it.facebook.com


Share: