შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო კოტორაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახშანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტთან არსებული მწვრთნელთა სკოლა მძლეოსნობისა და ფეხბურთის განხრით 1966 წელს; ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1977 წელს. ალექსანდე კოტორაშვილმა სპორტულ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობა დაიწყო 1957 წლიდან. 60-იან წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", 1975 წლიდან იყო პროფესიული სპორტული ჟურნალის "მართვეს" კორესპონდენტი, 1977 წლიდან კი გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტი. მან არაერთი მნიშვნელოვანი, საქართველოში თუ საზღვარგარეთ ჩატარებული საერთაშორისო შეჯიბრი გადაიღო, არის მრავალი სპორტული ფოტოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. ალექსანდრე კოტორაშვილის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი "საფეხბურთო ბალეტი" გამოფენილია "უეფას" შტაბ-ბინაში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სპორტული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში, არის ქართული სპორტის უნიკალური ფოტოარქივის მფლობელი. 2023 წელს ალექსანდრე კოტორაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი "ალექსანდრე კოტორაშვილი 80" (თბილისი, 2023 წელი, 100გვ.). ფოტოხელოვანი. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი – საქართველოს პირველი არხი: 1tv.ge; ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი": ghn.ge; issuu.com; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |