Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჭანიშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1939 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდრავლიკური კვლევების ლაბორატორიაში უმცროს, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. გამოიკვლია წყლის ტალღური მოძრაობა სწრაფდენებში ნაკადის აერირების მხედველობაში მიღებით; შეიმუშავა ორიგინალური კონსტრუქცია ხრამჰეს 1-ის გამთანაბრებელ რეზერვუარში მდ. ყარაბულახიდან წყლის მისაღებად; რთული ლაბორატორიული ექსპერიმენტის საფუძველზე დაამუშავა ლაჯანურჰესის თაღოვანი კაშხლის ზედაპირული წყალსაგდების კონსტრუქცია; ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისათვის შექმნა უნიკალური მსხვილმასშტაბიანი მოდელი; შეიმუშავა და ექსპერიმენტულად გამოიკვლია რიგი ჰიდროტექნიკური ნაგებობები სომხეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე; კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.411 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |