The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ზნაჩკო-იავორსკი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

მიხეილ ზნაჩკო-იავორსკი 1846-1847 წლებში მეფისნაცვლის კანცელარიის უფროსი ჩინოვნიკი იყო, შემდგომ წლებში სტავროპოლში მსახურობდა გუბერნატორის საგანგებო დავალებათა მოხელედ, 1852 წელს კი ერევნის გუბერნიის პროკურორად. 1858-1859 წლებში მსახურობდა შემახში და დიმიტრი ყიფიანს მადლიერებით აღსავსე წერილებს იქიდან უგზავნიდა: "ჩემი კეთილდღეობა სულ თქვენი წყალობითააო". 1880-იან წლებში, როცა დიმიტრი ყიფიანი "მემუარებს" წერდა, მიხეილ ზნაჩკო-იავორსკი ცოცხალი აღარ იყო. მას ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე და შეტანილი აქვს 1843-1844 წლების საწევრო თანხა. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. უკრაინული წარმოშობის სახელმწიფო მოხელე.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.37; თბილისის მუზეუმების გაერთიანება: it-it.facebook.com


გააზიარე: