შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ჭანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, სპეციალობით "ავტომატიკა და ტელემექანიკა" 1966 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 1966-1969წწ. იყო "საქენერგოს" გურიის ქსელების ლაბორატორიის ინჟინერი, უფროსი; 1969-1974წწ. "საქენერგოს" ოზურგეთის საქსელო რაიონის უფროსი; 1974-1994წწ. "საქენერგოს" გურიის ელექტროქსელების მთავარი ინჟინერი; 1994-2003წწ. შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გურიის რეგიონის მენეჯერი; 2005-2006წწ. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თბილისის სერვის-ცენტრის მენეჯერი; 2007-2012წწ. შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ტექნიკური განვითარების განყოფილების დაგეგმარების ჯგუფის უფროსი, ტექნიკური განყოფილების უფროსი; 2012 წლიდან საწარმოო ტექნოლოგიური და ავტომატიზირებული სისტემების განყოფილების წამყვანი ინჟინერი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.412 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |